თეგი: ელენე ნავერიანი

ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

სარაევოს კინოფესტივალზე, რომელიც წელს 11-დან 18 აგვისტომდე იმართებოდა, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი, ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა. ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელის მქონე რომანის ეკრანიზაციაა და პირველად 2023 წლის მაისში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში - „15 კინემატოგრაფისტი“. ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიძღვნილი ეს ფილმი შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული. რადიო თავისუფლების ცნობით, სარაევოს ფესტივალზე ამ ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს და ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები ასე გააპროტესტეს.   „ეს პრიზი მინდა, მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს,” - განაცხადა ელენე ნავერიანმა ფესტივალის დახურვისას, დაჯილდოების ცერემონიაზე.   სარაევოს კინოფესტივალი, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად მიიჩნევა.

ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორია

რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია რამდენიმე დღის წინ კი ამავე როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023", რომლის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.  

ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ შვეიცარიის კინოდაჯილდოების ნომინანტია

ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს საუკეთესო მხატვრული ფილმის, ხმის, სცენარისა და მონტაჟის ნომინაციებში. დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს, ციურიხში გაიმართება. შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება. დაჯილდოების ფოკუსში ხვდებიან ფილმები, რომლებიც შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით შეიქმნა.  რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოებიც დაიმსახურა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია  

ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” შესრულებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია